ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის „შორეული აღმოსავლეთის რეგიონმცოდნეობის“ მიმართულება 2022 წლის 28-29 ოქტომბერს ატარებს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას მიძღვნილს „შორეული აღმოსავლეთის რეგიონმცოდნეობის“ მიმართულების დაარსების 15 წლისთავისადმი, ასევე საქართველოსა და იაპონიას, საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30-ე წლისთავს.
კონფერენციის თემატიკა მოიცავს მოხსენებათა ფართო სპექტრს: შორეული აღმოსავლეთი და საქართველო, ისტორია, პოლიტიკა, განათლება, რელიგია, ენა და ლიტერატურა, ხელოვნება, საერთაშორისო ურთიერთობები,მასმედია,მეცნიერება და ტექნოლოგია, ეკონომიკა, კულტურა, არქიტექტურა, სოციალური და გენდერული საკითხები.
კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ პროფესორ-მასწავლებლებს და დოქტორანტებს. მსურველებმა უნდა გამოგზავნონ განაცხადი (განაცხადის ფორმა იხ. დანართში) და თეზისები ქართულ და ინგლისურ ენებზე 2022 წლის 30 სექტემბრამდე შემდეგ მისამართზე: fec@tsu.ge.
კონფერენციის რეგლამენტი: მოხსენება - 15 წუთი, მსჯელობა - 5 წუთი.
თეზისების გაფორმების წესი: ფონტი - Sylfaen, ფონტის ზომა - 11, ინტერვალი - 1,5, მოცულობა - მაქსიმუმ 250 სიტყვა.
საკონტაქტო პირები: ნანა გელაშვილი nana.gelashvili@tsu.ge; თათია მემარნიშვილი tatia.memarnishvili@tsu.ge